ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„ქუთაისის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას არდუინო რობოტიკის ერთდღიან ტრენინგზე

თუ თანამედროვე ტექნოლოგიები გაინტერესებთ და გსურთ შეისწავლოთ როგორ გახადოთ ობიექტები ინტერაქტიული, შემოგვიერთდით 25 თებერვალს, 12:00 საათზე არდუინოს ტრენინგზე.

სამუშაო შეხვედრა განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეისწავლით არდუინოს მუშაობის ძირითად პრინციპებს, მიკროელექტრონიკის საწყისებს, გაიგებთ როგორ გამოიყენოთ არდუინო ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად და თავად შექმნით მის მარტივ მოდელს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3IsAU9D

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ ყველაზე ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი.