12 მარტს "ქუთაისის უნივერსიტეტში“ გაიმართება მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში.
ოლიმპიადას ატარებს ევროპის უნივერსიტეტი. ოლიმპიადა პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის, კომპანია სოფტგენის, ქუთაისის უნივერსიტეტის და უჟგორიდის (უკრაინა) ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით და "ლიბერთი ბანკის" გენერალური სპონსორობით ტარდება.
ინფორმატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეთა ოლიმპიადა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს დაპროგრამების საფუძვლებს. მონაწილეებს დავალებაში დახვდებათ ამოცანები, რომელთა ამოხსნა შესაძლებელია რეალურ დროში კომპიუტერის გამოყენების გარეშე, სათანადო ალგორითმის მიგნებით.
ინფორმატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა და მასში ყველა ინდივიდუალურად ასპარეზობს.
ოლიმპიადა პარალელურ რეჟიმში სამ ლოკაციაზე გაიმართება - თბილისში, ქუთაისში და უკრაინის ქალაქ უჟგოროდში შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, "ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: გურამიშვილის გამზირი #76.
ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, მისამართი: წერეთლის ქუჩა #13.
უჟგოროდი, უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი, სახალხო მოედანი #3.
ინფორმატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: http://olympics.softgen.ge/
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 22:00 საათი.
ოლიმპიადის ოფიციალური ენებია ქართული და უკრაინული. მონაწილეს შეუძლია რეგისტრაციის დროს ამ ენებიდან აირჩიოს მისთვის სასურველი.
მათთვის, ვინც თავს გამოიჩენს ოლიმპიადაზე, გარდა სათანადო დიპლომებისა და მოწმობებისა გათვალისწინებულია სპეციალური პრიზები.
ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკაში მოსწავლეთა საშობაო ოლიმპიადების ალგორითმული ნომინაციის მსგავსად. გასულ წლებში შემოთავაზებულ ამოცანებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულებზე:
ოლიმპიადის დეტალური განრიგის გაცნობა შეგიძლიათ მიმაგრებულ ფალში: