ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გიწვევთ 

ქუთაისის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები და ეკონომიკური ზრდა“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: "ევროპის უნივერსიტეტი" (თბილისი); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი); სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე); სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი (თბილისი)

კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 10 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • მონაწილედ (მოხსენების გარეშე) რეგისტრაცია - არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა
  • მოხსენების წარმოდგენა და მომხსენებლად რეგისტრაცია - არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა
  • შეტყობინება მოხსენების დაშვების/უარყოფის შესახებ - არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა
  • კონფერენციის დღე - 10 ნოემბერი
  • კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებით ინფორმაცია იხიელთ აქ: https://unik.edu.ge/Services/175   
საკონტაქტო პირი: გოჩა უგულავა - ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული

პროფესორი, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი [email protected][email protected]