17 ივლისს, 13:00 საათზე, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში „ქუთაისის დემოკრატიული სკოლის“ ორგანიზებით ისტორიის დოქტორის, პროფესორ ბექა კობახიძის საჯარო ლექცია გაიმართება.
ლექციის ფარგლებში პროფესორი ბექა კობახიძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1918-21 წლების ისტორიულ მოვლენებზე და საქართველოს თანამედროვე ისტორიაზე ისაუბრებს.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ „ქუთაისის დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულებს და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს.