ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების გაერთიანება, რომელიც ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის EU NEIGHBOURS EAST-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედებს,  26 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და ქსელში გაერთიანების მსურველთა კონსულტირებაზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე ისაუბრეს.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების გაერთიანება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, შეუერთდნენ ქსელს და მიიღონ სარგებელი ქსელის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო პროგრამებიდან, ასევე წვლილი შეიტანონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.