ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტსა და "სს ვიანი სისხლის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სისხლის დონაციის პროგრამა წარმატებით განხორციელდა

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტსა და "სს  ვიანი სისხლის ცენტრს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სისხლის დონაციის პროგრამა წარმატებით განხორციელდა. 

დონაციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა. 

ღონისძიების მიზანს  საქართველოში უანგარო დონაციის იდეის პოპულარიზაცია და სისხლის ყველა ჯგუფისა და რეზუსის კომპონენტის საჭირო მარაგის შენარჩუნება წარმოადგენდა. 

ყველა ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლის დონაცია ყოველ 2 თვეში ერთხელაა შესაძლებელი. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს მიეცათ შესაძლებლობა გაეღოთ სისხლი და გადაერჩინათ სხვა ადამიანების სიცოცხლე. 

აღსანიშნავია, რომ  დაორგანიზებულ აქციაში, მონაწილეობა მიიღო ოცმა დონორმა, რაც ორჯერ მეტი გადარჩენილი სიცოცხლის საწინდარია.