ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჯარო ლექცია: “ვარდისფერი ოქტომბერი” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჯარო ლექცია: “ვარდისფერი ოქტომბერი” გაიმართა.

სარძევე ჯირკვლის კიბო, 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ამ გზით ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების დამარცხებას ისახავს მიზნად, „ვარდისფერი ოქტომბერი“ ეწოდება. 

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, პროფესიონალმა კლინიცისტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენა, თვითშემოწმების, სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

ირმა ფორჩხიძემ, მარიამ კუხალაშვილმა და თორნიკე ბაძგარაძემ ძუძუს კიბოს ძირითად და საგანგაშო სიმტომებზე პალპაციის მეთოდის ეფექტიანობასა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამსწრე საზოგადოებამ კლინიკური ონკოლოგების მიერ თვითგასინჯვის პრაქტიკული რჩევები მიიღო.