ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებთან ინტერნეტ გამოცემა “ქუთიაისიპოსტის” შეხვედრა გაიმართა.
31 ოქტომბერს ინტერნეტ გამოცემამ “ქუთაისიპოსტი” ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა /დისკუსია გამართა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა 2 სპიკერი, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და თეა ზიბზიბაძე.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და მოსაზრებებზე სპიკერებისგან უკუკავშირი მიეღოთ.