29 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში “სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი შრომის სამართალში” გაიმართა.
ფორუმი ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა და გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისი ELSA საქართველოს თანამშრომლობით ჟურნალ "თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ დაფუძნებიდან 4 წლისთავს მიეძღვნა.
მომხსენებლებმა შრომითი ურთიერთობებზე, შრომით სამართლებრივ დავებს და მათი წარმართვის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს, ქუთაისის უნივერსიტეტს, ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრსა და გურამ ჩადუნელის იურიდიულ ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა.