ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი თემაზე "დროის მართვა" გაიმართა

9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი თემაზე “დროის მართვა” გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი და ბიზნესტრენერი რენატა ცომაია.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული პერსონალისთვის დროის რესურსების ეფექტური მართვის უნარების განვითარება, რაც მათ სამუშაო გარემოში პროდუქტიულობის ზრდაში დაეხმარება.