30 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “უსმინე შენს გულს” გაიმართება.
ლექციას მოწვეული სტუმარი ექიმი კარდიოლოგი მანანა ახმაევა წაიკითხავს, რომელიც ისაუბრებს იმის შესახებ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად და როგორ მოვუაროთ გულს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
კონფერენციის ჩატარების დრო: 14:00 საათი.
ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი(ქუთაისი, წერეთლის ქ. #13), საკონფერენციო დარბაზი.