ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საჯარო ლექცია: "მოტივაცია განვითარებისთვის"

🚀 სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით 19 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: „მოტივაცია განვითარებისთვის“

🧠 სწავლის პროცესში სტუდენტები აწყდებიან მრავალ გამოწვევასა და სირთულეს, თუნდაც პიროვნული განვითარების დონეზე. ხანდახან განიცდიან მოტივაციის ნაკლებობას ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად ან სამომავლო მიზნებისთვის.

ამაღლებულ მოტივაციას ამ პროცესში გარდამტეხი ძალა აქვს. ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული სპიკერი ფსიქოლოგი ნინო კილაძე სწორედ მოტიაციაზე ისაუბრებს და დაფარავს შემდეგ თემებს:

• მოტივაცია, როგორც მამოძრავებელი ძალა
• მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა
• პროკრასტინაციის თავიდან არიდება

📌 მომხსენებელი: ნინო კილაძე, ფსიქოლოგი

🕑 19 დეკემბერი, 14:00 საათი

📍 ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი