ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პრობლემები თანამედროვე საქართველოში


ბორის ჭიჭინაძე

ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა თანახმად ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებმა უნდა დაადგინონ  თვითმმართევლობების საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში შესაბამისი  სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები.  ადგილობრივ თვითმმართველობებში საბიუჯეტო დამოუკიდებლობის და მუნიციპალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო რთულად დგას საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის და მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი პროცესების გათვალისწინებით. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშავონ შიდა და გარე რისკებზე გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა.   აუცილებელია გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა კომპეტენცია და შესაბამისად გაიზარდოს  ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების წილი მთლიან  მუნიციპალურ ბიუჯეტში.  ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, საკუთარი უფლებამოსილების   განხორციელების უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს, რათა დამატებით შეიქმნას ახალი  სამუშაო ადგილები.  ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშავონ ისეთი ადგილობრივი განვითარების გეგმები, რომელიც  მაქსიმალურად გაითვალისწინებს ადგილობრივ შესაძლებლობებს და  უზრუნველყოფს ადგილობრივ თვითმმართველობებში მცხოვრები მოქალაქეების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.  ადგილობრივი განვითარების გეგემების შედგენისას მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული უცხოეთის განვითარებული ქვეყნების, ადგილობრივი თვითმმართველობების გამოცდილება. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დააფუძნონ ერთობლივი საწარმოები უცხოეთის დამეგობრებულ ქალაქებთან ერთად. უნდა მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება და თანამედროვე ევროპული სიახლეების და ინოვაციების საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგვა. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციის, ნეპოტიზმის და ჩრდილოვანი ეკონომიკის  დონის შემცირების მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ადგილობრივ თვითმმართველობებში არის საჯარო მოხელეთა დაბალი კომპეტენცია, ადგილობრივი ინიციატივების ნაკლებობა, წარმატებული საჯარო მოხელეების დაუფასებლობა. შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის ხარისხს და პროფესიონალი კადრების ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გადინებას უწყობს ხელს. მდგომარეობას  ართულებს ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში (ისევე როგორც მთელ ქვეყანაში)  მნიშვნელოვნადაა გაუარესებული დემოგრაფიული მდგომარეობა. თუ შექმნილ მდგომარეობას არ დავუპირისპირეთ გამართული და ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკა, მაშინ მდგომარეობა კიდევ  უფრო გართულდება უახლოეს მომავალში, რამაც შეიძლება ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. მსოფლიოში და რეგიონში შექმნილი მდგომარეობა  ძალიან არაორდინალურია, გამომდინარე აქედან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკაც არაორდინალური და გარე და შიდა რისკებზე გათვლილი უნდა იყოს.


საკვანძო სიტყვები: ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთარი უფლებამოსილება, დელეგირებული უფლებამოსილება, საბიუჯეტო პრობლემები
JEL: R59
DOI: 10.52244/c.2023.11.20

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს   ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

ჭიჭინაძე ბ.,  (2017) ,,ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პრობლემები პერსპექტივები”, აკაკი წერეთლის  ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი., 2017

www.geostat.ge  - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური