2021-2022 სასწავლო წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის საბუთების მიღების და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული), ან დედანი;
გ) სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
დ)ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:
• მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი;
• მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.