ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება
2024 წლის 14 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით რიგით მესამე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
• ბიოსამედიცინო მეცნიერებები;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
• კლინიკური მედიცინა;
კონფერენციის სამუშაო ენა:ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი.
ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:
https://shorturl.at/ayMP8
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
- არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
- გამოყენებული შრიფტი: Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,5;
- სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
- ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
- პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
- სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold);
- მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold, სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *);
- სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (12Pt);
- ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
- ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი);
- სტატიის მოცულობა 3-5 გვერდი;
- აბსტრაქტი (200-500 სიტყვა) - თემის სათაური, აქტუალობა, დასკვნა, საკვანძო სიტყვები (3-5);
კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Power Point ფორმატით, რეგლამენტი - 15 წუთი (დამატებით 10 წუთი დისკუსია).
კონფერენციის შედეგები:
- სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების დაიბეჭდება და პრეზენტაციების შედეგად, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.