ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მიღება ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ცხადდება მიღება ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამებზე:

  • აღრიცხვა და აუდიტი 
  • ფინანსები

საბუთების მიღების ვადები: 10 სექტემბერი - 20 სექტემბერი  

გამოცდა უცხო ენაში - 23 სექტემბერი 

შედეგების გამოცხადება - 23 სექტემბერი 

სააპელაციო განაცხადების მიღება - 24 სექტემბერი 

შედეგების გამოცხადება - 25 სექტემბერი 

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში -  26  სექტემბერი  

შედეგების გამოცხადება - 26 სექტემბერი 

სააპელაციო განაცხადების მიღება - 27 სექტემბერი 

შედეგების გამოცხადება - 28 სექტემბერი  

მიღების წესი: 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეუძლიათ: 

1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას.   

2. პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას (შიდა საუნივერსტეტო გამოცდების საკითხები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე) 

აღრიცხვა და აუდიტი:  https://unik.edu.ge/Course/5

ფინანსები: https://unik.edu.ge/Course/4

პირებს, რომელთაც უდასტურდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ https://unik.edu.ge/LegalActs (ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამდასტურებებლ დოკუმენტს (დიპლომი), ინგლისური ენის მოთხოვნილი კომპეტენცია დადასტურებულად ჩაითვლება.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. 2 ფოტოსურათი; 4. ავტობიოგრაფია (CV); 

5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).

6. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

აღიცხვა და აუდიტისა და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველ პირთათვის მისაღები (შიდა)გამოცდების შეფასების კრიტერიუმები და ზღვრები

 


ბოლო სიახლეები