შობა_ახალი წელი მხიარულებასთან, ხალისთან და საჩუქრებთან ასოცირდება.
ქუთაისის უნივერსიტეტში წინასაახალწლო კვირა სრულად იყო დატვირთული გასართობი თუ საქველმოქმედო ღონისძიებებით. ერთ-ერთი ასეთი აქცია განხორციელდა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სადაც 20 პატარა მუდმივად გადის მკურნალობის კურსს.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა ინახულა იქ მყოფი ბავშვები. ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქები მიუტანა მათ; მოეფერა, მოთმინება და ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
{Gallery dir='news/04-01-2012'}