ქუთაისის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, აკადემიის ნამდვილი წევრის ვაკანსიაზე ეკონომიკისა და მენეჯმენტის განყოფილებაში. კონკურსის შედეგად იგი არჩეულ იქნა აკადემიის ნამდვილ წევრად. პროფ. ნ. ჩიხლაძე 2007 წლიდან ამავე აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.