ქუთაისის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. დოკუმენტი მრავალ ასპექტს მოიცავს და ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას როგორც მეთოდოლოგიურ, ისე ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, ასევე ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების მოწყობას და უნივერსიტეტის მონაწილეობას მნიშვნელოვანი სტატისტიკური პროექტების განხორციელებაში.