2012 წლის 10 თებერვალს ქ.ქუთაისში 14:00 -ზე ევროპული ცენტრი, მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს იწვევს ცენტრის ფილიალის გახსნის ღია კარის დღეზე!
დაგეგმილია ევროპული ცენტრის და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია. ცენტრის გახსნას, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ბიზნესის და კომპანიის უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ევროპული ცენტრი ქუთაისის მოსახლეობას სთავაზობს სასერტიფიკაციო და ტრეინინგ-პროგრამების მეშვეობით კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, გადამზადებას, სტაჟირებისა და გაცვლით პროგრამებში ჩართვას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.