ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

შეხვედრა დამსაქმებლებთან

 

11 თებერვალს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორების შეხვედრა დამსაქმებლებთან - საფინანსო, საბანკო, საჯარო და სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლებთან. ფორუმის მიზანი იყო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შინაარსისა და მისაღწევი სწავლის შედეგების განხილვა დამსაქმებლებთან ერთად, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მაქსიმალურად ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამები მივიღოთ.

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა წარმოადგინა 4 პროგრამა: სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“ (ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნ. ჩიხლაძე), სადოქტორო პროგრამა „ფინანსები“ (ხელმძღვანელი სრული პროფესორი გ. თუთბერიძე), სამაგისტრო პროგრამა „საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ე. ბაბუნაშვილი) და სამაგისტრო პროგრამა „საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დ. მაღლაკელიძე).

 

პროგრამების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს არსებულმა და პოტენციურმა დამსაქმებლებმა: დარეჯან სილაგაძემ (კომპანია „swiss credit“), ირაკლი ესართიამ („ProCredit Bank“, ქუთაისის ფილიალი), სერგო ლექვინაძემ, ნინო ვარდანიძემ („PrivatBank“, ქუთაისის ფილიალი), როლანდ ბრეგვაძემ (Aldagi BCI), მამუკა ალფაიძემ (შპს „ფარკონი“), ბესარიონ ცქიფურიშვილმა (მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური), გიორგი მელქაძემ (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რეგიონული სამმართველო), მერაბ ბარათაშვილმა (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საკრებულოს წევრი), ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილმა (ქ.ქუთაისის მერის მოადგილე).

 

დამსაქმებელთა კონსტრუქციული შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებში.

{Gallery dir='news/11-02-2012'}