10 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტმა ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X და XI კლასელთათვის ჩაატარა საქალაქო ოლიმპიადა „საუკთესო მოაზროვნე“-ს პირველი სასკოლო ტური. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებმა. ოლიმპიადის პირველი ტურის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის უნივერსიტეტისა და სკოლის თითო წარმომადგენელი. თითოეული სკოლიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს მეორე დასკნით საქალაქო ტურში, რომელიც გაიმათება უნივერსიტეტში 21 მარტს 15.00 სთ
ოლიმპიადა ითვალისწინებს საუკეთესო მოაზროვნისა და მისი კლასის დამრიგებლისათვის წამახალისებელ ფულად ჯილდოს - სტიპენდიას ერთი წლის მანძილზე.
{Gallery dir='news/12-03-2012'}