17 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა შიგასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი.ტესტირება გაიმართა ზოგად უნარებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც ქალაქ ქუთაისის, ასევე იმერეთის რეგიონის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა. უნივერსიტეტს დაწესებული ა ქვს 100% ,70% და 50 % გრანტი.აბიტურიენტი რომელიც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებს და პირველ პრიორიტეტად ჩაწერილი აქვს ქუთაისის უნივერსიტეტი მიიღებს დაფინანსებას ოთხი წლის მანძილზე.კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 30 მარტიდან.
{Gallery dir='news/20-03-2012'}