17 აპრილს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობა დაიწყო.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ხელშეწყობით სტუდენტების ჯგუფი გაემგზავრა მახათას მთაზე მოსალოცად. ისინი დაესწრნენ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის საძირკვლის კურთხევას, რომელიც აღავლინა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა_ ილია II. ცერემონიას ესწრებოდა ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ტერიტორიის 38 ეპარქიის წარმომადგენლობა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირები. კურთხევის შემდეგ სიმბოლურად გაუშვეს მტრედები.
მადლობა უფალს ამ დიდი მადლისთვის, ქუს სტუდენტური თვითმმართველობასა და დეკანატს კი გაწეული დახმარებისთვის.უფალს ვებარებოდეთ!
{Gallery dir='news/18-04-2012'}