5 აპრილს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართა სპექტაკლი ,,არჩევანი მე“. უნივერსიტეტისათვის უკვე ტრადიციადაა ქცეული სპექტაკლებზე ერთობლივი დასწრება. ესეც მორიგი კულტურული ღონისძიება გახლდათ.
ნიჭიერი შემოქმედებითი ჯგუფი, რეჟისორის ორიგინალური მიგნება და ანა მხეიძის საინტერესო ნაწარმოები_ყველაფერი ერთად სასიამოვნო და დამაფიქრებელ სანახაობას ქმნიდა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ სტუდენტების ემოცია და შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ მათ ერთგვარი დისკუსია გამართეს ფინალის გამო. მრავალმხრივი და საინტერესო გახლდათ მათი აზრთა სხვადასხაობა.
კიდევ ერთი სულიერებით სავსე და ნაყოფიერი დღე შეემატა მათ სტუდენტურ ცხოვრებას.