ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ბროლის ბუ_საუკეთესო მოაზროვნეს

 

დასრულდა ინტელექტუალური თამაშების ,,რა,სად,როდის“გაზაფხულის სერია. ფინალში გასულმა პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფმა თამაშის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა. მათ ბრწყინვალე გამარჯვება რამდენიმე ვადამდელი პასუხით მოიპოვეს.

მიუხედავად სტუდენტების ერთთვიანი მცდელობისა, რაც შეიძლება რთული შეკითხვებით მომზადებულები დახვედროდნენ ფინალისტებს, გუნდის ერთსულოვნებამ და ინტელექტუალურმა აზროვნებამ მათ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა. გუნდი კი შემდეგი შემადგენლობით გამოცხადდა: მავლინა ყიფიანი, დარეჯან სპადარიდი, მარინა კირკიტაძე, ვაჟა გურაბანიძე, თეა ვალიშვილი, გოდერძი შანიძე (კაპიტანი).

საუკეთესო მოთამაშეს_ქალბატონ მარინა კირკიტაძეს ბროლის ბუ, ხოლო გუნდის ყველა წევრს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისაგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის სერიის თამაშები უნივერსიტეტში 21 მარტს დაიწყო,როელშიც მონაწილეობდა სტუდენტების რვა და პროფესორ-მასწავლებლების ერთი ჯგუფი:

ემზარ ფირცხალავას, სოსო ბერიძის, ანა გუჩუას, გიორგი ჯიშკარიანის, გიორგი ჩიხლაძის, ნინო გელენიძის, ჯუმბერ ჯიმშელეიშვილის, სალომე ქაჯაიასა და გოდერძი შანიძის კაპიტნობით.

{Gallery dir='news/20-04-2012'}