ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გრანდიოზული დღესასწაული ქუთაისში

 

ქალაქ ქუთაისში 2 მაისის დღესასწაულად დამკვიდრებას საფუძველი საუკუნის წინ ,,გვირილობის“ დღესასწაულმა ჩაუყარა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ დღეს გიმნაზიელი გოგონები ბულვარში სეირნობის დროს გვირილებს ყიდნენ. ყვავილების მყიდველი კი საქველმოქმედო აქციის მონაწილე ხდებოდა, რადგან აღებული შემოწირულობა ტუბერკულიოზით დაავადებულების მკურნალობას ხმარდებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა და ,,ორმაისობის ‘“ აღნიშვნა ქალაქ ქუთაისში 2008 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით აღდგა.

ისევე როგორც წინა წლებში 2 მაისის დღსასწაულს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც აქტიურად და ხალისიანად, საზეიმო განწყობით შეუერთდნენ.

დღე ბაგრატის ტაძრით დაიწყო, სადაც შეკრებილები დალოცა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატემ.

სტუდენტები პარალელურად სხვადასხვა სანახაობების როგორც მაყურებლები, ასევე ზოგან მონაწილეებიც იყვნენ.  მთელი დღე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქალაქის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში: დაესწრნენ ფილმის ,,მარილი სვანეთს“ ჩვენებას, საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას, კონცერტს ღია ცის ქვეშ.

მხიარული და სასიამოვნო, ემოციური და  სანახაობრივად დატვირთული კიდევ ერთი დღე დასრულდა.

{Gallery dir='news/03-05-2012'}