ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“

 

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელსაც უკვე ორი წელია ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებისათვის. პროგრამაში მონაწილეობისთვის, კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მსურველებს, ვისაც ექნებათ ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და მინიმუმ ერთი წლის მანძილზე იმუშავებენ რეგიონის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლად,  სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა. შერჩეული მონაწილეები, საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.

  • პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში და  ფლობს ინგლისურ ენას.
  • ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს  რეგიონის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლად მინიმუმ ერთი წლის მანძილზე მუშაობის შემდეგ  სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა.
  • შერჩეული მონაწილეები, საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.

 

პროგრამის პირობების თანახმად, მსურველებმა უნდა გაიარონ ტესტირება და შემდეგ გასაუბრება. შერჩევის შემთხვევაში, მოხალისეებს ჩაუტარდებათ 6 დღიანი ტრენინგი და განაწილდებიან რეგიონების საჯარო სკოლებში.

ისევე როგორც უცხოელი მოხალისეები, ქართველი მოხალისეებიც იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში, რომლებიც ჩვენს მიერ არის შემოწმებული  და დამტკიცებული.

საბუთების მიღება იწარმოებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგი და სასწავლო წლის დასაწყისისთვის განაწილდებიან საჯარო სკოლებში.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 0102; უზნაძის ქ.№52

უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

ნუგზარ ჩიტაია

ტელ.: 231-89-40  (დამატებითი 1130);  მობ.:  (577) 17-22-88

ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected]

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.tlg.gov.ge (ქართული ვერსია) ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]