ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი

 

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში შეხვდა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს.

სტუდენტებმა საინტერესო და დღევანდელობისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც ამომწურავი პასუხი გასცა მათ ყველა შეკითხვას.

შეხვედრისას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს სტუმრად ეწვიოს ჩვენს უნივერსიტეტს, რასაც ბატონი დავითი მზადყოფნით გამოეხმაურა და სავარაუდო ვიზიტის პერიოდად სექტემბრის თვე დასახელდა.

დღევანდელი შეხვედრა აღსანიშნავია იმით, რომ გაფორმდა მეტად მნიშვნელოვანი მემორანდუმი,  რომელიც ითვალისწინებს ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტების პრაქტიკის გავლას პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ერთის მხრივ პარლამენტის აპარატის უფროსმა- ბატონმა დავით ჯანიაშვილმა და მეორეს მხრივ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა -ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა.

შეხვედრის ბოლოს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს-ბატონ დავით ბაქრაძეს და უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

{Gallery dir='news/23-05-2012'}