2012 წლის 25 მაისს ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ“ -ში დასაქმების სააგენტომ -„ეიჩ არ“ გამართა დასაქმების ფორუმის კვირეულით გათვალისწინებული შეხვედრა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებთან; სადაც წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრნენ. სტუდენტებს შანსი მიეცათ კომპანიებისათვის გაეცნოთ თავი და დაეწყოთ მათთვის სასურველი კარიერის შექმნა.
ფორუმზე ორგანიზებულად იყო წარმოდგენილი ქუთაისის უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, რომლებმაც დიდი გამოცდილება შეიძინეს საკუთარი თავის წარდგენასა და დამსაქმებლებთან ურთიერთობის დამყარებაში.
შეხვედრის შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტის ათი სტუდენტი მიიწვიეს ტესტირებასა და გასაუბრებაზე.
{Gallery dir='news/28-05-2012'}