ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ხსოვნის საღამო

 

30 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ერთ-ერთი დამფუძნებლის -ვალერიან ქელბაქიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბატონი ვალერიანი აღარ არის…

დარბაზში  თავი მოიყარეს ვალერიან ქელბაქიანის მეგობრებმა, თანამედროვეებმა,მისმა ყოფილმა სტუდენტებმა, ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.

სითბოთი და სიყვარულით სავსე მოგონებებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს ვალერიან ქელბაქიანის ბიოგრაფია , უნივერსიტეტში მოღვაწეობის წლები, სამეცნიერო საქმიანობა და მისი უანგარო ქველმოქმედება  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ამირან ხვადაგიანმა, ბატონმა თენგიზ სალარიძემ, ბატონმა რობერტი გოლეთიანმა, ბატონმა გოგი ბერძულიშვილმა, ბატონმა ომარ გვეტაძემ, ქალბატონმა ლია გაბუნიამ, ქალბატონმა ხათუნა შალამბერიძემ  და სხვებმა.

,,ვისაც თავის დროში სამაგალითოდ უცხოვრია, ის ყოველთვის ცოცხალია”-გოეთეს ეს სიტყვები სწორედ რომ ამ კეთილშობილ, განათლებულ და ერუდირებულ ადამიანს უდავოდ ეკუთვნის....

შემდგომ ამისა სტუმრებმა  უნივერსიტეტის მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც დიდი ინტერესით დაათვალიერეს უნივერსიტეტის მიერ განვლილი ოცწლიანი გზის ამსახველი მასალები, ფოტოები, ბეჭდვითი გამოცემები, საჩუქრები და სხვა.

,,ხსოვნით დათრგული სიკვდილი“-ასე ეწოდება წიგნს, რომლის შექმნაც დღევანდელ დღეს დაემთხვა და რომელშიც შეტანილია ყველა იმ ადამიანის ფოტო და მოკლე ბიოგრაფია, რომლებიც ქუთაისის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და სწავლობდნენ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,ბევრი ახალგაზრდა,რომელმაც განათლება ქუთაისის უნივერსიტეტის კედლებში მიიღო, დღეს აღარ არიან. გვინდა, რომ სულ მცირედით მაინც პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

{Gallery dir='news/30-05-2012'}