31 მაისს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისათვის ეკონომიკის დეპარტამენტმა გამართა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა.
სტუდენტებმა მეცნიერ-ხელმძღვანელებთან ერთად დეპარტამენტის კომისიის წინაშე წარმოადგინეს დასრულებული ნაშრომები. ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად შენიშვნები შეეხო თემაში განხილულ საკითხებს , გამოყენებული ლიტერატურისა და მასალების სიახლეს, მრავალფეროვნებას. ეკონომიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ნაშრომების საბოლოო დაცვამდე ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება ნაშრომთა შემოწმება.
{Gallery dir='news/01-06-2012'}