ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში: ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება #29 §1, 6.06.2012
აღრიცხვა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ეკონომიკა და ბიზნესი
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
მარკეტინგი
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ტურიზმი
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ფინანსები
ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
მათემატიკა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ინფორმატიკა
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ისტორია
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ინგლისური
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კონკურსის პირობები შესაბამისობაშია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 33, 34 და 35-ე მუხლთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებასთან და ქუთაისის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან, უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დაკავების დებულებასთან.
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
სრული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება
ასოცირებული პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება
ასისტენტ-პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზედაც შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის დოქტორი, დოქტორანტი ან მაგისტრი და თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მეცადინეობებში.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი/დოქტორანტი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- მიმართულების შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება და პუბლიკაციები
კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს.
საბუთები მიიღება 2012 წლის 11-17 ივლისის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 17 საათამდე, კონკურსი ჩატარდება და შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 6 აგვისტოსი, ხელშეკრულებები შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
- ერთი ფოტოსურათი ზომით 3x4
- პირადობის მოწმობის ასლი
- CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია)
- წერილობითი თანხმობა, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკრედიტაციის მიზნებისათვის ქუს პროფესორად დაფიქსირების შესახებ
- არჩეული საგნების სწავლების კონცეფცია (იხ. საგანთა ჩამონათვალი)
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
- სამეცნიერო და აკადემიური ხარისხების დასადასტურებლად წარმოადგინეთ შესაბამისი დიპლომების ორიგინალები და მათი ქსეროასლები
- სტატია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჟურნალის ან ჟურნალიდან ქსეროასლის სახით, თანდართული სარჩევის იმ გვერდის ასლით, რომელზეც აღნიშნული სტატიაა მითითებული
- დაცული დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შესაბამისი ჩანაწერი ავტორეფერატის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში თვით ნაშრომის სატიტულო ფურცელზე (ორიგინალის სახით). მიმდინარე დისერტაციის ხელმძღვანელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება სადისერტაციო საბჭოს/დეკანის მიერ დამოწმებული ამონაწერი შესაბამისი ოქმიდან
- კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება დიპლომი ან სხვა რაიმე ცნობა, სადაც მითითებული იქნება გრანტის გამცემი ორგანიზაცია, გაცემის წელი და ნომერი
- სარედაქციო საქმიანობის დამადასტურებლად ჩაითვლება შესაბამისი ჟურნალის რომელიმე ნომერი
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელ საბუთად ჩაითვლება შრომის წიგნაკის ჩანაწერების კანცელარიის მიერ დამოწმებული ქსეროასლი ან ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოადგინეთ ამ კონფერენციის კრებულის ორიგინალი და თეზისის ქსეროასლი
- გამოქვეყნებული წიგნების ავტორობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი წიგნი
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სერთიფიკატის ორიგინალი და ქსეროასლი.
- საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა შესაბამისი გრანტის გამცემი ან განმახორციელებელი ორგანიზაციიდან.
- დისტანციური სწავლებისათვის წარმოსადგენი თემა დამუშავებული უნდა იყოს დისტანციური სასწავლო კურსის წარმოდგენის ინსტრუქციის მიხედვით.
კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.unik.edu.ge და კადრების განყოფილებაში.
მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13, მე-2 სართული
ტელ.: 24-33-14, 24-23-73, 24-52-97, e-mail: [email protected]
საკონტაქტო პირი: ჟენი ენდელაძე