5 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი ეკატერინე ჟვანია, რომლებიც შეხვდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
სტუმრებმა წარადგინეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოში არსებული ვაკანსიები.
სტუდენტებს გააცნეს ძირითადი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ ისინი გაივნიან სტაჟირებას ფინანსთა სამინინისტროში. სტაჟირების დასრულების შემდეგ კი განსაკუთრებით კრეატიულად მოაზროვნენი დასაქმებული იქნებიან სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე.
დარბაზიდან წამოვიდა საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც სტუდენტებმა ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები მიიღეს.
{Gallery dir='news/07-06-2012/2'}