ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება

 

6 ივნისს უნივერსიტეტის ეზოში მხიარული განწყობა სუფევდა. უნივერსიტეტის სტუდენტები, ქუთაისის საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები უშუალოდ გახლდნენ მონაწილენიც და მაყურებელიც ღონისძიებისა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტმა ამ დღეს მოაწყო.

ამჯერად საზეიმო შეხვედრა განაპირობა ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ მარტის თვეში ორგანიზებული ოლიმპიადის-,,საუკეთესო მოაზროვნე“ გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოებამ. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური ერთწლიანი სტიპენდიის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცათ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს- ანი მარგველაშვილს და მისი კლასის დამრიგებელს- ქალბატონ მზია ანთიძეს.

ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს მიესალმა,შემდგომი წარმატებები უსურვა და სიგელები გადასცა ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ბატონმა ანდრო ლოსაბერიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა- ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა.

კონცერტის რეპერტუარი მრავალფეროვანი გახლდათ: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები (ხელმძღვანელი-არმაზ ყიფიანი), მომღერალი მარიტა როხვაძე, ანი სვანიძე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები-დავით კუხიანიძე და ჯუბა ჯიმშელეიშვილი.

კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს წამყვანებმა- უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა: ბექა მანაგაძემ და ლიკა სალუქვაძემ.

{Gallery dir='news/07-06-2012/1'}


ბოლო სიახლეები