ა.წ. 26-30 ნოემბერს გერმანიის ქალაქ პადენბორნის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა პროექტ: 158739-TEMPUS-DE-TEMPUS-JPHES-WeNeT. ელექტრონული სწავლების ქსელი ტურიზმში კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (ბელორუსი,საქართველო,უკრაინა) მონაწილეთა დასკვნითი შეხვედრა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ: გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, სლოვენიის, საქართველოს, უკრაინისა და ბელორუსიის სასწავლო დაწესებულებები და შესაბამისი სფეროს სამინისტროების წარმომადგენლები.
შემაჯამებელი მოხსენებით, თუ რა გაკეთდა სამი წლის მანძილზე ამ პროექტის ფარგლებში, ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა-ლელა ქელბაქიანმა. ასევე მოხდა დისტანციური სწავლების პორტალის დემონსტრირება.
დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდგომ შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს გერმანიის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქი- მიუნსტერნი. ბოლო დღე კი მეგობრულ ვახშამს დაეთმო.
შემაჯამებელი შეხვედრა კიდევ ერთი საფუძველი გახლდათ არსებული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავლებლად და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის სამომავლო კონტაქტების,პროექტებისა და გეგმების განხორციელებისათვის.
{Gallery dir='news/03-12-2012'}