ქუთაისის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა გიორგი მეფარიშვილმა და დავით კახიძემ მონაწილეობა მიიღეს (დაუსწრებელი ფორმით) დონეცკის ტურისტული ბიზნესის ინსტიტუტის (უკრაინა) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „სამრეწველო ტურიზმი: განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“.
წარდგენილი იყო ორი ნაშრომი: გ. მეფარიშვილი - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოს ძველ ინდუსტრიულ ქალაქებში“ (ხელმძღვანელი სრ. პროფ. ნ. ჩიხლაძე) და დ. კახიძე - „ტურისტული ბიზნესის განვითარების პოტენციალი საქართველოში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გ. შანიძე).
მოხსენებები გამოქვეყნდა კონფერენციის შრომების კრებულში.
{Gallery dir='news/04-12-2012'}