ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ტრადიციად ქცეულმა პირველკურსელთა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მათი დამოკიდებულება უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის მიმართ ზოგადად დადებითია, თუმცაღა კითხვარების ანალიზით გამოჩნდა, რომ რესპონდენტთა ნაწილმა გულწრფელი და გახსნილი პასუხებისგან თავის შეკავება არჩია..( არასაკმარისად გულწრფელი და გახსნილი ჩანდა) .
მონიტორინგის ანგარიშის გაცნობის შემდეგ რექტორმა, ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა შეხვედრაზე მოიწვია პირველკურსელთა ყველა აკადემიური ჯგუფი და მათ გულახდილი საუბარი შესთავაზა...
შეხვედრაზე ბევრ დადებით და სასიამოვნო ფაქტორთან ერთად , სტუდენტებმა ღიად ისაუბრეს მათი თვალით დანახულ პრობლემებზეც. გამოთქვეს სურვილები და შენიშვნებიც... ორივე მხარე საკმაოდ კმაყოფილი დარჩა დიალოგით. რექტორთან
შეხვედრის არაოფიციალურმა , გულახდილი საუბრის ფორმამ სტუდენტების საერთო კმაყოფილება გამოიწვია. მათთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა უნივერსიტეტის სლოგანის “შენი წარმატება იწყება აქ“ მთავარი ნიშა- ნებისმიერი დიდი თუ პატარა საქმის კეთებას აუცილებლად სიყვარულით დაწყება ჭირდება, რადგან სიყვარულია ყოველივე კარგის და წარმატებულის სათავე...