26 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გრანდიოზული წინასაახალწლო შოუ მოაწყვეს. როგორც ყოველთვის, საღამო გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმებით. უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა ჯგუფმა წარმოადგინა იუმორისტული პროგრამა, უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა ,,აფხაზეთმა“ კი დარბაზი მოხიბლა ქართული ცეცხლოვანი ცეკვებით. მონაწილეებმა ასევე ოსტატურად შეასრულეს არგენტინული ,,ტანგო“, ევროპული თუ ამერიკული ცეკვები და მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურეს.
სტუდენტებმა წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს წლის საუკეთესო ლექტორები., წლის ულამაზი გოგონა ქუთაისის უნივერსიტეტში, ყველაზე სიმპატიური ყმაწვილი, ყველაზე ექსტრავაგანტური გოგონა და ყველაზე საყვარელი და აქტიური წევრი თვითმმართველობიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.