27 დეკემბერს წინასაახალწლო წარმოდგენების ბოლო ღონისძიება- ,,პატარების კარნავალი“ მოეწყო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ტრადიციულად იმართება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისათვის.
ეს გახლდათ ნამდვილი ხალასი ზეიმი თოვლის ბაბუასთან, მიკი მაუსთან, დონალდისთან, ფიფქიასთან და შვიდ ჯუჯასთან ერთად. პატარები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მხიარულად ერთობოდნენ ცოცხალი ,,თოჯინების“ გვერდით.
ზეიმზე სტუმრად მოწვეული იყვნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებმაც უნივერსიტეტის პატარებთან და სტუდენტებთან ერთად ლამაზი, თბილი და მხიარული დღე გაატარეს.
დასარულს კი ტრადიციისამებრ თოვლის ბაბუამ ყველას დაურიგა საჩუქრები.
ბედნიერ დამდეგ შობა- ახალ წელს გისურვებთ!
{Gallery dir='news/27-12-2012'}