ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში; იგი გაიხსნა 1989 წელს და თავისი სახელწოდება მიიღო ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის ჟან მონეს (Jean Monnet), ევროკავშირის ერთ-ერთი „არქიტექტორის“პატივსაცემად.
ამჟამად, პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში. Jean Monnet Modules
ერასმუს + ჟან მონეს მოდული ERASMUS-JMO-2022-MODULE 101078391 „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“
მოდულის საერთო მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიულ ჯგუფების ჩართულობით, ინტერაქციული სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების გზით ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში.
მოდულის მიზანი N1 ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის (სტუდენტები, მკვლევრები და ა.შ) და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფებისთვის ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტების გაცნობა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შედეგი N1: გაიზრდება ცნობადობა და ინტერისი ქართველ სტუდენტებსა და პროფესიულ ჯგუფებში ციფრული ეკოსისტემების, ციფრული ეკონომიკის და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
აქტივობები N1:
• ზამთრის და ზაფხულის სასწავლო კურსები (ზამთრის სემესტრის მოდული) მოდულის ძირითადი თემები:
• ტექნოპარკებში ვიზიტები;
• პროექტის წერის შესახებ კურსების ჩატარებ.
მოდულის მიზანი N2:
მოდულის მიზანია საქართველოში წაახალისოს დიალოგის დაწყება აკადემიურ სექტორსა და სხვადასხვა ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტს შორის ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის შესახებ.
შედეგი 2:
შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც ჩართული იქნებიან აკადემიური სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. პლატფორმა დაეხმარება მათ ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის ინსტრუმენტების გაცნობის საშუალებით, დანერგნონ ციფრული ტექნოლოგიები თავიანთ საქმიანობებში.
აქტივობები 2:
• რეგულარული დისკუსიების ორგანიზება პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის;
• პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება;
• გამოცდილების გაზიარების მიზნით ციფრულ ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე Jean Monnet-ის ქსელის სხვადასხვა ბენეფიციარებს შორის მრავალმხრივი დიალოგის გამართვა.
• პროექტის წერის შესახებ კურსების ჩატარება.