ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო პროექტები

ამჟამად, ქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის (ერაზმუს+) ორ მიმდინარე პროექტში: „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (E-PSY) და ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD)

  E-PSY „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ასევე, პროექტი ითვალისწინებს: ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნას სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში; პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას; რეკომენდაციებისა  და საკანონმდებლო დოკუმენტაციების შემუშავებას; ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას; საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაციის შექმნას.

პროექტის კონსორციუმი შედგება 14 წევრისგან:

პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ქუთაისის უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი

პარტნიორები ევროკავშირში:

  • ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
  • ადამიანის უნარების გაძლიერების სტრატეგიული ცენტრი (იტალია)

სამთავრობო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შპს თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://epsy.ge/ka/partners/

 

შემაჯამებელი კონფერენცია

 

2023 წლის 19 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების გახსნა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფინალური კონფერენცია.სადაც მოხდა პროექტით გათვალისწიენბული შედეგების შეჯამება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:: https://epsy.ge/ka/news/59

 

RURD ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდას რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზებას, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტის კონსორციუმი შედგება 16 წევრისგან:

პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში:

  1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  (კოორდინატორი)
  2. ქუთაისის უნივერსიტეტი
  3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 
  5. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  6. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  7. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
  8. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  9. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  10. კავკასიის უნივერსიტეტი

პარტნიორები ევროკავშირში:

  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  • FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
  • მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა)
  • ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა)

სამთავრობო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://rurd.atsu.edu.ge/
 


 

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ქუთაისის უნივერსიტეტს აქვს 12 საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ესენია:

 

#

პროგრამა

პროექტის ნომერი

ბენეფიციარი ორგანიზაცია

პროექტის სახელწოდება/

ინტერისტიტუციონალური შეთანხმება

1

ერასმუს+

617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

E-PSY-სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

2

ერასმუს +

 

609741-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-SP

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

RURD - უნივერსიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში

3

ერასმუს +

 

N573322-EPP-1-2016-IL-EPPKA2-CBHE-JP

გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

CURE - „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“

4

ერასმუს +

561724-EPP-1-2015-1-DE-EPPKA2-CBHE-JP

მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერისტეტი (გერმანია) / ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)

EUCA-INVEST - ინვესტირება კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამეწარმეო უნივერსიტეტებში

5

ტემპუსი

544521-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-SMHES

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)

EANet - მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელი

6

ტემპუსი

543657-TEMPUS-1-2013-1-KZ-TEMPUS-JPGR

ტურარ რისკულოვოს ეკონომიკური უნივერსიტეტი (ყაზახეთი) - ახლანდელი სახელწოდება: „ნარხოზ“-ის უნივერსიტეტი

PEOPLE - საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით

7

ტემპუსი

543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES

პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია)

Cruise-T - შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელის შექმნა

8

ერასმუსმუნდუსი

545650-EM-1-2013-1-ES-ERA MUNDUS-EMA21

 

სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი)

EMBER – ერასმუს მუნდუს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება

9

ერასმუს მუნდუსი

545743-EM-1-2013-1-EE-ERA MUNDUS-EMA21

ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)

HUMERIA – ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, კვლევა, საერთაშორისო ურთიერთობები და ხელოვნება ევროკავშირისა და ENPI-ის უსდ-ებს შორის

10

ტემპუსი

530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR

კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია)

INURE - უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე (BY, GE, MD, UA)

11

ტემპუსი

TEMPUS 511035-TEMPUS-1-2010-1-DE-TEMPUS- SMGR

ASIIN-ის ჯგუფი(გერმანია)

PICQA - უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის განვითარება

12

ტემპუსი

158739-TEMPUS-2009-DE-JPHES

პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია)

WeNeT-  დისტანციური სწავლება და გადამზადება ტურიზმის სფეროში