ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებს სთავაზობს.
ქუთაისის უნივერსიტეტი შიდა წესით შერჩეულ დასწრების მსურველ 5 სტუდენტს რეგისტრაციის საფასურს სრულად დაუფარავს.
კურსები:
- ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა)
- კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი და საზოგადოებრივი გეოგრაფია)
- დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და გლობალურ ეკონომიკაში (ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ციფრული ტექნოლოგიები)
- კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
- სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია)
- უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოების კვლევები)
- მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ტექნიკა და სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები)
ვორკშოფები:
- პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებითვის
- პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია
- ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი
- შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავება: წაახალისეთ საკუთარი თავი, როგორც სოციალური მეწარმე
- საჯარო გამოსვლის სტრატეგიები
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/W4GCsHphAd9Xik3S9
რეგისტრაცია პარასკევს, 31 ივლისს, შუადღის 12:00 საათზე შეწყდება. გამარჯვებულები ამავე დღეს გამოვლინდებიან.
ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://ri.uvt.ro/