საერთაშორისო აკადემიური მობილობისთვის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. გამოვლინდა 2 გამარჯვებული სტუდენტი, რომელთაც ქუთაისის უნივერსიტეტი ევროკავშირის მასპინძელ უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადს, გამგზავრებისა და საცხოვრებლის საფასურს სრულად დაუფარავს.
სტიპენდიით დაჯილდოვდნენ:
ლუკა კოტორეიშვილი (ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა) _ Varna University of Management, ბულგარეთი
გიზო სართანია (ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის სამაგისტრო პროგრამა) _ Vistula University , პოლონეთი