2 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების იუმორისტულმა ჯგუფმა „ბუმერანგმა“ სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებელთათვის წარმოადგინა გასართობი პროგრამა: „ვიცინოთ ერთად“.
გადაჭედილი სააქტო დარბაზი მაყურებელთა ემოციით იყო სავსე... იუმორი, სიმღერა, პაროდიები, მხიარული განწყობა შემოქმედმა ახალგაზრდებმა სცენიდან გულუხვად გაუნაწილეს მაყურებელს.
ქუთაისის უნივერსიტეტში ახლოვდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. აღნიშნული ღონისძიება ერთგვარად პიარ-აქციასაც წარმოადგენდა. უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, სტუდკავშირის თავჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დიტო ნუცუბიძემ თავისი სამუშაო პროგრამა გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
{Gallery dir='news/07-06-2011'}