ქუთაისის უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი თორნიკე ბაძგარაძე ჩინეთში, საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდა.
ჩინეთის კიბოს საწინააღმდეგო ასოციაციის (CACA), ჩინეთის ჰოლისტიკური მედიცინის განვითარების ინსტიტუტისა და აზიური ონკოლოგიური საზოგადოების (AOS) ორგანიზებით, ჩინეთის ისტორიულ ქალაქ Xi'an-ში რიგით მე-4 საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.
AOS 2024 მიზნად ისახავდა ონკოლოგიის უახლესი მიღწევების განხილვას, ასევე ინოვაციებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას მსოფლიოს წამყვან ონკოლოგებს, მკვლევრებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის.