2020 წლის
27-28 ნოემბერს, საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საერთაშორისო აღნიშვნას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ (“Captain: science is the captain”).
აღნიშნული პროექტის
ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამართა ვირტუალური სამეცნიერო ბაზრობა, სადაც საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლემბა წარმოადგინეს
მიმდინარე და დასრულებული
კვლევითი პროექტები.
აღნიშნული სამეცნიერო ბაზრობისთვის ქუთაისის უნივერსიტეტის
პროფესორების ნიკო ჩიხლაძისა და პაატა კლდიაშვილის მონაწილეობით მომზადდა ვიდეო-რგოლი
ბოლო წლებში განხორციელებული კვლევების შესახებ.
www.captain2020.ge