2020 წლის 28 ნოემბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის
ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ვორქშოპი თემაზე „როგორ დავწეროთ საგრანტო კვლევითი პროექტი“,
რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი უძღვებოდა.
ვორქშოპის
მსვლელობისას ქუთაისის აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაეცნო საგრანტო კვლევითი
პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: საკვლევი
თემის შერჩევა, კვლევის მიზანი, კვლევითი საპროექტო განაცხადის ზოგადი სტრუქტურა, აკადემიური
ეთიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა.