ქუთაისის უნივერსიტეტის ეგიდით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ბევრი სასარგებლო აქტივობის გარდა, რომელსაც მედიარეზონანსი უკვე მოყვა, კიდევ რამდენიმე თემატური ონლაინტრენინგი ჩატარდა: “ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ (ტრენერი აკაკი საღინაძე -არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი) და „სამოქალაქო აქტივიზმის როლი დემოკრატიის განვითარებაში“, სადაც გენდერული თანასწორობის არსის, მისი ძირითადი პრინციპების და ფემინიზმის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
ქუთაისის უნივერსიტეტი, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ინტენსიური კომუნიკაციით ცდილობს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ემპათიის გაზრდის მიზნით საყოველთაოდ დაწყებულ დიალოგში მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს და კიდევ უფრო შედეგიანი გახადოს ფართო აუდიტორიასთან უკუკავშირი.