2020 წლის 2-12 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ვორქშოპი თემაზე „კვლევა უნივერსიტეტში“, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი უძღვებოდა. აღნიშნული ვორქშოპი მიზნად ისახავდა სხვადახვა დარგის აკადემიური პერსონალისთვის კვლევით უნარ-ჩვევების განვითარებას და არსებულის გაძლიერებას. ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე აკადემიური კვლევის ძირითად მეთოდებს.